მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სპექტაკლის „მარინა რევია“ პრემიერა გაიმართა
12 მაი 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის 2020-2021 წლის თეატრალური სეზონის ფარგლებში, გოჩა ხვიჩიას სპეტაკლის „მარინა რევია“ პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლი ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დაიდგა, რომელშიც მონაწილეობდნენ: მარინა  ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ქეთევან აბაშიძე და ზურა ხაფთანი. სპექტაკლის მხატვარი, ტატო გელიაშვილი გახლდათ, ხოლო ტექნიკური დირექტორი - ირაკლი ნავერიანი.

სპექტაკლი თანამედროვე ყოველდღიურობას ასახავს. მოქმედება ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ირგვლივ ვითარდება, სადაც მთავარი გმირის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება.

მოგახსენებთ, რომ პრემიერა კოვიდ-პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

პრემიერას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მოადგილეებთან ლაშა ლობჯანიძესთან და კენან ომაროვთან ერთად, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1220
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930