მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ ხელმძღვანელობასთან
20 თებ 2021
 

მერიაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძესა და სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორ, ეკატერინე პატეიშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კოლეჯ „მოდუსი“-ის მარნეულის ფილიალის წარმატებით ფუნქციონირებისათვის საჭირო, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რაც შემდგომში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმში აისახება.

კოლეჯ „მოდუსს“ მარნეულის ფილიალი უახლოეს მომავალში ოფიციალურად გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ კოლეჯი მუნიციპალიტეტის საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა პროფესიულ პროგრამას განახორციელებს. __________________________

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4045
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1918
სექ 19 სამ 2023
2157
ივლ 05 ოთხ 2023
2291
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930