მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა „რუსთავის ინოვაციების ჰაბის“ წარმომადგენლებთან
09 თებ 2021
 

მარნეულის მერიაში, "რუსთავის ინოვაციების ჰაბის" წარმომადგენლების ინიციატივით, მერიის თანამშრომლებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხედრა, პროექტ ,,თანადაფინანსების ახალი მექანიზმები ქვემო ქართლის რეგიონში“- ის ფარგლებში შედგა, სადაც დამსწრეებმა, ახალგაზრდული მიმართულებით სამომავლო საქმიანობის პერსპექტივები განიხილეს და ახალგაზრდული სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები წარმოადგინეს.

ზემოაღნიშნულ პროექტს, აფინანსებს UNDP-ს პროექტი დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში / Fostering Decentralization and Good Governance at the Local Level in Georgia (DGG), რომელიც დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.

პროექტის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში, მხარეების თანამშრომლობის გაზრდა და ინტერ სექტორული თანადაფინანსების პროცესების გაძლიერება, მათი ინსტიტუციონალიზაციის საშუალებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 726
 
 
 
სიახლეები
იან 26 სამ 2021
774
 
 
სიახლეები
2021 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31