ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მონიტორინგის ფარგლებში, მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
აქტიურ ფაზაშია ქალაქ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ხიდის მოწყობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პარალელურად, რეაბილიტირდება 862 გრძივი მეტრის შემოვლითი გზის საფარი, რაც ნაწილობრივ განტვირთავს ქალაქში საავტომობილო მოძრაობას.
პროექტის ღირებულება 783 087 ლარს შეადგენს და 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დასრულდება.
სიახლეები
28 ივლ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2566
სიახლეები

















