მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
14 ივლ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, შამქირის რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და შამქირის რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, რაშად ტაგიევმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მუნიციპალიტეტებს შორის კიდევ უფრო მეტად გაამყარებს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და სექტორული კავშირების გაფართოებას.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა ხელაია და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ღუწკაია.

ქართული დელეგაციის წევრები, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს,  აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვსა და  დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს შეხვდნენ. მოინახულეს „მარადიული ჩირაღდნის“ ძეგლი და შეჰიდთა ხეივანში გმირებს პატივი მიაგეს.

საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს 15 ივლისს დაასრულებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2939
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1717
სექ 19 სამ 2023
1964
ივლ 05 ოთხ 2023
2139
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031