მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შაუმიანში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაცია იგეგმება
13 აგვ 2021
 

ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაციის და გერმანული ორგანიზაცია „ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მოხალისეები“-ის  წარმომადგენლებმა (European Heritage Volunteers), მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, სოფელ შაუმიანში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების პრეზენტაცია წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ შაუმიანში ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახელობის სახლ-მუზეუმში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის და მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა, რომლის რესტავრაცია/კონსერვაციის დოკუმენტის მომზადებასა და რეკომედაციებზე მუშაობდა აღნიშნული საერთაშორისო ექსპედიცია. 

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძე,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნატო შავიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 820
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031