მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„შალომ კლუბი ქვემო ქართლი“-ის პრეზენტაცია მარნეულში
10 ივნ 2021
 

 დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „შალომ კლუბ ქვემო ქართლი“-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ისრაელის საელჩოს და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV -ის მხარდაჭერით განხორციელდა.

 „შალომ კლუბი“-ის (Shalom Club) ქსელი არის MASHAV-ის  პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანება, რომლის მიზანია ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება-დანერგვა და ცოდნის გაზიარება.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე - კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მერის მოადგილეები კენან ომაროვი და როინ დეკანოიძე,  „შალომ კლუბი ქვემო ქართლი“-ის ხელმძღვანელი ირმა დავაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

 მარნეულში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი და საელჩოს წარმომადგენლები.

 მოგახსენებთ, რომ ახლად დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტით გათვალისწინებული აქტივობა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც  მარნეულის მუნიციპალიტეტის 40 სკოლას საჩუქრად პლანშეტები გადასცა.

 აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, ჯანდარის საჯარო სკოლის ახლადაშენებული და კოლეჯი „მოდუსი“-ის მარნეულის ფილიალის ახალადშენებული შენობები მოინახულა. ასევე, ისრაელის ელჩი იმყოფებოდა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში და იმირის გადაჭრილ გორაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 989
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930