მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს
08 ივნ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ  მარნეულის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

პროექტის მიხედვით, აშენდება ადმინისტრაციული შენობა, რომელიც განკუთვნილი იქნება მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ების და შპს-ების სამსახურებისთვის. ასევე, მიმდინარეობს ავტობუსებისთვის, ნაგავმზიდებისა და სხვა სპეცტექნიკისთვის სპეციალური შენობების მოწყობა, ეზოს ტერიტორიაზე აშენდება ავტოსამრეცხაოც.

პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 2 460 000 ლარს და  სრულად დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულის მოადგილეებმა, ნიკა კობახიძემ და ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

აღნიშნული პროექტი მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას ემსახურება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1753
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031