მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
07 აპრ 2023
 

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ხანალი გახრამანოვმა სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და ჯილდო პირადად გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  2020-2021 სასწავლო წლის 20 კურსდამთავრებულ მოსწავლეს გადაეცა 12 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი, ხოლო აღნიშნული სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 34 წარმატებულ მოსწავლეს-პერსონალური კომპიუტერი.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და  მშობლები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1861
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1717
სექ 19 სამ 2023
1964
ივლ 05 ოთხ 2023
2139
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031