მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა
09 ოქტ 2022
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი.

ღვინის დღეების ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სკვერის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა.

საფესტივალო ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი მეღვინეების მრავალფეროვანი პროდუქცია, მონაწილეობა მიეღოთ პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში.  მოძრაობის თეატრმა წარმოადგინა პერფორმანსი „წიპწიდან ქვევრამდე“. მოეწყო შემეცნებითი გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. ღონისძიება დასრულდა კონცერტით.

ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან , მხარის მუნიციპალიტეტის მერებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ქართული ღვინის დღეები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3478
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1719
სექ 19 სამ 2023
1966
ივლ 05 ოთხ 2023
2139
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031