მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13 სექ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS EPER Georgia“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა  კენან ომაროვმა და აღნიშნული ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის”, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF-ქვემო ქართლი), სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF - სამცხე-ჯავახეთი) თანამშრომლობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1785
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
1015
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930