მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მარნეულში
20 ნოემ 2021
 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მარნეულში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“  ფარგლებში, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში მოეწყო აცრის პუნქტები. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ ესარგებლათ იუსტიციის სახლის სერვისებით. ბავშვებისათვის გამოიყოფილ სივრცეში კი გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობა.

აღსანიშნავია, რომ აცრილ მოქალაქეებს გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები კი დამატებით 200 ლარიანი დანამატით ისაგებლებენ.

შეკრებილ მოქალაქეებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ზაურ დარგალმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში - პაატა იმნაძემ და მარნეულის საპატიო მოქალაქემ, ექიმმა ბილალ იადიგაროვმა, მადლობა გადაუხადეს კამპანიაში ჩართულობისათვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3981
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1921
სექ 19 სამ 2023
2164
ივლ 05 ოთხ 2023
2296
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930