მარნეული მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე კონკურს-ფესტივალის, „სხვა საქართველო სად არის", გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის, ინდივიდუალური შემსრულებლები და გუნდები წარდგნენ, რომლებიც ქართული ესტრადის ცნობილმა წარმომადგენლებმა შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტმა უკვე მეხუთედ უმასპინძლა კონკურს-ფესტივალს „სხვა საქართველო სად არის“. ეს არის პროექტი, სადაც საქართველოს მოქალაქეები, ახალგაზრდა თაობა, სწავლობს ქართულ ტრადიციულ სიმღერებს და ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.
პროექტი, კავშირი „დემოსის“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ინიციატივით შემუშავდა, რომლის ფარგლებში, კონკურსანტებისთვის, მასტერკლასებს ცნობილი ქართველი კომპოზიტორები ატარებენ.
კონკურს-ფესტივალის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და მარნეულის კულტურის ცენტრი არიან.
სიახლეები
მარნეულმა კონკურს-ფესტივალს, „სხვა საქართველო სად არის“ უმასპინძლა
23 ივნ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3617
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
337
აპრ 22 ოთხ 2020
15538
აპრ 22 შბ 2017
28727
იან 09 ორშ 2017
28314
აგვ 30 სამ 2016
30336
აგვ 27 შბ 2016
29628
სექ 02 პარ 2016
28014
აგვ 26 პარ 2016
27522
აგვ 30 სამ 2016
25690