მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაურ დარგალთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქ. მარნეულის №1 საბავშვო ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 1 362 230 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება, როგორც გარე, ისე შიდა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ბაღი განკუთვნილი იქნება 7 ჯგუფზე, 210 აღსაზრდელზე.
ასევე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ საიმერლოში მიმდინარე შიდა გზების მოასფალტების პროცესს გაეცნენ და ახლად დასრულებული სკვერი მოინახულეს.
მოგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში სოფელ საიმერლოში მოასფალტდება ხუთი ქუჩა საერთო სიგრძით 1 740 მერტი, რომლის ღირბულებაც 590 972 ლარს შეადგენს, ხოლო საიმერლოს ახლადრეაბილიტირებული სკვერის ღირებულება 84 392 ლარია.
სიახლეები
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს
16 ივნ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3810
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
423
აპრ 22 ოთხ 2020
15592
აპრ 22 შბ 2017
28815
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29668
სექ 02 პარ 2016
28085
აგვ 26 პარ 2016
27587
აგვ 30 სამ 2016
25725