მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

20 მაისს კონკურსი „დიდგორელი“-ის გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოეს
21 მაი 2021
 

20 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“-ის ფინალი და საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

„დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და ისტორიის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500 აღემატებოდა. ფინალში 4 ახალგაზრდა გადავიდა, ხოლო გამარჯვებული მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა ანდიაშვილი გახდა, რომელმაც კომპანია არემჯისგან ფულადი სტიპენდია მიიღო. ასევე, ფინალისტები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის საჩუქრებით.

კონკურსის დახურვის ცერემონიას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, განათლებისა და მეცინერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კომპანია „არემჯი“-ის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოგახსენებთ, რომ „დიდგორელი“ 2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მეუფე ანანიას ჩართულობითა და მხარდაჭერით დაიწყო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2301
 
 
 
სიახლეები
აგვ 12 პარ 2022
546
ივლ 28 ხუთ 2022
733
ივლ 26 სამ 2022
758
ივლ 04 ორშ 2022
910
ივნ 27 ორშ 2022
973
ივნ 23 ხუთ 2022
904
 
 
სიახლეები
2022 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31