მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა
19 მაი 2021
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის რეგიონის პოტენციალის, განვითრების ეტაპებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის შესრულების მიმდინარეობასა და იმპლემენტაციის საკითხებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს, 2020 წელს გაწეული სამუშაოების და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის, წყალმომარაგება-წყალარინებისა და მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინანსებით უზრუნველყოფილი პროექტები.

შეხვედრას მუნიციპალიტეტიდან მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 655
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031