მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასაჩუქრე პაკეტები - მარნეულში მცხოვრები ოჯახებისთვის
28 დეკ 2020
 

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, მაჰირ მამმედოვის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტების პაკეტებს მიიღებენ.

სასურსათო ნობათის დარიგება რამდენიმე დღეა, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს- მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ადგილზე პროცესს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მაჰირ მამმედოვი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დაგრალი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე დაესწრნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1046
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930