საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
21 ივნისს მარნეულში საფესტივალო კონცერტი გაიმართება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, 21 ივნისს, 18:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართება საფესტივალო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის „იბერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულები და მონაწილეები.

ღონისძიება, ა(ა)იპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალისა” და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფესტივალის გამარჯვებული მარნეულელი ახალგაზრდა, შაბან მამედოვი გახლავთ, რომელიც ამის შემდგომ მივლენილი იქნა უკრაინაში, საერთაშორისო ფესტივალზე „ზალატოი პწახ“, სადაც მან ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ასახელა მშობლიური მუნიციპალიტეტი მარნეული და სრულიად საქართველო.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ და მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ აქტივობაში.