მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო ფლაერები რიგდება.
ფლაერების დარიგება, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ხდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სპეცოალური საინფორმაციო ფლაერები, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დამზადდა.
ქვემო ქართლის რეგიონში მასალის გავრცელებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 16 მარტიდან უზრუნველყოფენ.
განცხადება
განცხადება - StopCoV
17 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2509
სიახლეები

















