მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

USAID Zrda-ის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი
24 სექ 2019
 

„ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) საქართველოში „USAID-ის ზრდა პროექტის“ ფარგლებში ახორციელებს რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტს, რომლის მიზანია, მათ შორის, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. 

ახალგაზრდული კომპონენტის ფარგლებში, იგეგმება სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები ჩატარდება 9-ვე მუნიციპალიტეტში პარალელურად და თითო ფაზაზე თითო მუნიციპალიტეტში ტრენინგზე მიწვეული იქნება მაქს. 25 ახალგაზრდა.

ტრენინგების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  5-7 დღის განმავლობაში გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების (საპროექტო წინადადებების) დასახვეწად და მათი ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი - თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა.

პროექტის მხარდამჭერები არიან  „აწარმოე საქართველოში“, „შემოქმედებითი საქართველო“, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“, „ფონდი კრისტალი“, „ეროვნული ბანკი“, თიბისი ბანკი და სხვ. პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები - 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა - 2020 წლის გაზაფხულზე.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა  უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე  http://rdfg.ge/ka/phase-2-registration/ რეგირსტაცია დაიწყო 20 სექტემბერს და დასრულდება 3 ოქტომბერს დღის 17 საათზე. ტრენინგის ხანგრძლივობა არის 2 დღე და გაიმართება 5, 6 ოქტომბერს 2019 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 551-11-47-89; e-mail: pabuseridze@rdfg.ge

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2645
 
 
 
განცხადება
აგვ 16 სამ 2022
389
აგვ 04 ხუთ 2022
318
ივნ 24 პარ 2022
315
ივნ 20 ორშ 2022
299
ივნ 07 სამ 2022
328
აპრ 06 ოთხ 2022
461
მარ 31 ხუთ 2022
612
ნოემ 15 ორშ 2021
876
ნოემ 12 პარ 2021
968
ოქტ 20 ოთხ 2021
883
სექ 14 სამ 2021
932
აგვ 25 ოთხ 2021
969
მაი 13 ხუთ 2021
1274
აპრ 20 სამ 2021
1396
მარ 22 ორშ 2021
1474
მარ 17 ოთხ 2021
1379
 
     
    სიახლეები
    2022 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31