ხვალ, 29 სექტემბერს 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში იხსნება ღვინის კვირეული სახელწოდებით - „მარნეული- ვაზის აკვანი“, სადაც მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები წარმოუდგენენ საკუთარ პროდუქციას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
ქართული ღვინის კვირეული მარნეულში დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით:
ღია ცის ქვეშ, ჩატარდება 7 წუთიანი ლექცია – პრეზენტაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი წიპწებისა და საღვინე ჭურჭლის შესახებ (მომხსენებელი ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი მინდია ჯალაბაძე).
საზეიმოდ დაიწურება ყურძენი საწნახელში, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები, ანსამბლ „ჰუჯაბის“ მიერ შეასრულებული ფერხულის სიმღერის „საწნახლური“-ს თანხლებით.
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა, ასევე გაიმართება ქართული ჭიდაობის ტურნირი.
ღვინის კვირეულის გახსნის ცერემონიალს, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
განცხადება
მარნეულში ქართული ღვინის კვირეული იხსნება
28 სექ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5400
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
408
აპრ 22 ოთხ 2020
15582
აპრ 22 შბ 2017
28798
იან 09 ორშ 2017
28361
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28072
აგვ 26 პარ 2016
27577
აგვ 30 სამ 2016
25719