მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საგზაო ინფრასტრუქტურა მარნეულში
10 აპრ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, მარნეულში მიმდინარე  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

მარნეულში აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია  მიმდინარეობს, რომელიც უერთდება მარნეული-ლომთაგორას საავტომობილო გზას და მოხდება ქალაქ რუსთავთან უმოკლესი გზით დაკავშირება. ასევე, აქტიურ ფაზაშია სოფელ ბაიდარის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოები.

აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  ხორციელდება და ჯამური ღირებულება 2 210 068 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში მოეწყობა შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1871
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1918
სექ 19 სამ 2023
2155
ივლ 05 ოთხ 2023
2291
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930