მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარემოს გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს.
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, თანამშრომლებთან ერთად, საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, ნერგების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
გამწვანებისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 114 ნერგი შეიძინა, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგო.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ (შპს „აგრონეტი“ ) 50 ნერგი მერიას საჩუქრად გადასცა.
„ეკოლოგია და გარემოს დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ შევიძინეთ ნერგები მარნეულში სხვადასხვა ადგილზე დასარგავად. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ გამწვანების კამპანიას, სადაც უშუალოდ ჩართული ვიქნები“ - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.
სიახლეები
გამწვანების აქცია მარნეულში
04 აპრ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3052
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
417
აპრ 22 ოთხ 2020
15589
აპრ 22 შბ 2017
28811
იან 09 ორშ 2017
28371
აგვ 30 სამ 2016
30378
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28079
აგვ 26 პარ 2016
27584
აგვ 30 სამ 2016
25724