მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,, ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის პოტენციალი. მარნეულში განხორციელებული ღონისძიებები, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ასევე, ადგილზე სოფლის მეურნეობის დარგების და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
საუბარი ასევე შეეხო პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს - მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და იმ ჰუმანიტარულ აქტივობებს, რომელიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის, მათ შორის ქვემო ქართლის მასშტაბით, აქტიურად ხორციელდება.
სიახლეები
ამერიკის ელჩი სტუმრად მარნეულში
29 მარ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3194
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
311
აპრ 22 ოთხ 2020
15505
აპრ 22 შბ 2017
28695
იან 09 ორშ 2017
28288
აგვ 30 სამ 2016
30312
აგვ 27 შბ 2016
29603
სექ 02 პარ 2016
27987
აგვ 26 პარ 2016
27491
აგვ 30 სამ 2016
25664