მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტერიტორიული რეზერვის შექმნის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული გვარდიის უფროსი ბრიგადის გენერალი, რომან ჯოხაძე, მოადგილე პოლკოვნიკ, კობა ახვლედიანთან და მეოცე კადრირებული ბრიგადის მეთაურ ვიცე-პოლკოვნიკ, ზაზა ტატუნაშვილთან ერთად.
მოგახსენებთ, რომ ტერიტორიული რეზერვი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც ეროვნული გვარდია ახორციელებს და რომელშიც ამ ეტაპზე რეგისტრაცია შეუძლია თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი ანაზღაურებადი კონტრაქტი. ასევე, რეზერვისტი უზრუნველყოფილი იქნება სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მოქალაქეები გაივლიან 45 დღემდე ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე და რეზერვისტებს ხელი არ შეეშლებათ მათი ძირითადი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის სამხედრო სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა „ტერიტორიული რეზერვის“ პროექტის შესახებ
16 სექ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4162
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
310
აპრ 22 ოთხ 2020
15505
აპრ 22 შბ 2017
28694
იან 09 ორშ 2017
28286
აგვ 30 სამ 2016
30310
აგვ 27 შბ 2016
29599
სექ 02 პარ 2016
27987
აგვ 26 პარ 2016
27489
აგვ 30 სამ 2016
25664