კოლეჯი „მოდუსი“-ის ინიციატივით და ქვემო ქართლში სახემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მარნეულის სკოლის დირექტორებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა რეგიონში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, საგანმანათლებლო პროგრამებსა და რეგისტრაციის ვადებზე.
საინფორმაციო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე ესწრებოდა.
მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია, რომელიც 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. სწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლონ: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ბუღალტრული აღირცხვა, მებოსტნეობა და ელექტროობა.
კოლეჯში სწავლას სახელმწიფო აფინანსებს. მსურველებს რეგისტრაციის გავლა VET.EMIS.GE-ზე; ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებელში შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ კოლეჯ მოდუსში ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის მოდულის გავლა შეუძლიათ. აღნიშნული მოდულის გავლის შემდეგ, სტუდენტი სწავლას მის მიერ არჩეულ პროფესიულ პროგრამაზე გააგრძელებს.
სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა, მარნეულში საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ
05 აგვ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3853
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
389
აპრ 22 ოთხ 2020
15568
აპრ 22 შბ 2017
28770
იან 09 ორშ 2017
28344
აგვ 30 სამ 2016
30360
აგვ 27 შბ 2016
29655
სექ 02 პარ 2016
28056
აგვ 26 პარ 2016
27559
აგვ 30 სამ 2016
25716