მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილ იქნა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტის „კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” ძირითადი პრიორიტეტული საკითხები.
მოგახსენებთ, რომ CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს “კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” იწყებს. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) განვითარება და ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დანერგვისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბება.
პროექტი ორიენტირებული იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სათემო ინსტიტუტების, ფერმერების, ქალების, ახალგაზრდების, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებაზე, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) გათვალისწინებით, კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების დანერგვას გულისხმოს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებით:
მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის მექანიზმების ჩამოყალიბება;
სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერება კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების (HRBA) დასანერგად;
შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დაფინანსდება ადგილობრივი ინიციატივები (ქვე-გრანტები) და შეიქმნება ქალთა სოფლის მეურნეობის კოოპერატივი;
სიახლეები
მარნეულში CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი პროექტი იწყება
21 აპრ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4258
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15267
აპრ 22 შბ 2017
28402
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30105
აგვ 27 შბ 2016
29382
სექ 02 პარ 2016
27716
აგვ 26 პარ 2016
27263
აგვ 30 სამ 2016
25471
აგვ 25 ხუთ 2016
27492