მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება
27 მარ 2019
 

სგშ-სკრინინგის განცხადება-„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ პროექტი

სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“
დამგეგმავი ორგანო:  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული ყველა მაღალმთიანი დასახლება

2018 წლის 29 ოქტომბრის N01/3905 წერილით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამინისტროს მომართა სკრინინგის განცხადებით და წარმოადგინა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023“ პროექტი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის N2-959 ბრძანების „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023“ პროექტზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“ თანახმად, წარმოდგენილი სტრატეგიული დოკუმენტი პროექტი არ დაექვემდებარა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. ამჟამად, სამინისტროში წარმოდგენილია სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.

წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3691
 
 
 
განცხადება
თებ 27 სამ 2024
164
თებ 21 ოთხ 2024
210
დეკ 15 პარ 2023
626
ნოემ 29 ოთხ 2023
413
ნოემ 24 პარ 2023
404
ნოემ 03 პარ 2023
476
ნოემ 16 ხუთ 2023
440
ნოემ 15 ოთხ 2023
1213
ნოემ 13 ორშ 2023
498
ოქტ 30 ორშ 2023
626
ოქტ 04 ოთხ 2023
687
ოქტ 01 კვ 2023
599
აგვ 20 კვ 2023
705
აგვ 01 სამ 2023
767
ივლ 31 ორშ 2023
1107
ივნ 14 ოთხ 2023
770
თებ 17 პარ 2023
945
იან 16 ორშ 2023
961
იან 10 სამ 2023
946
ნოემ 07 ორშ 2022
1206
ოქტ 20 ხუთ 2022
1176
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031