მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2014-10-24
  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 24 ოქტომბერს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა  პირებმა  და საქველმოქმედო- ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა.
ვრცლად
2014-10-23
  23 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამისა და   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების საქმეთა სამსახურის უფროსი დევიდ რესაიდი და საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის დემოკრატიისა და მართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე დევიდ სტოუნჰილი ეწვივნენ.
ვრცლად
2014-10-22
  წელს ქალაქ მარნეულში  საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან   1 411 180 ლარი დაიხარჯა.
ვრცლად
2014-10-19
    19 ოქტომბერს, 11:00 საათზე  მარნეულის სპორტული სკოლისა და ქვემო ქართლის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით, თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს სკოლაში  გაიმართა ქვემო ქართლის  პირველობა ძიუდოში.  ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის - მარნეულის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, რუსთავის, ბოლნისისა და წალკის წარმომადგენელი სპორტსმენებმა.   ტურნირში გაიმარჯვა ოცდაექვსმა  ძიუდოისტმა. სწორედ ესენი წარმოადგენენ ქვემო ქართლის ნაკრებ გუნდს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს  საქართველოს  ჩემპიონატში.
ვრცლად
2014-10-19
ქალაქ მარნეულში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის  კეთილმოწყობის მიზნით მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერეს - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  მერაბ თოფჩიშვილმა,  მარნეულში სამუშაო ვიზიტით მყოფმა   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - გიორგი კობერიძემ და  შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა.
ვრცლად
2014-10-17
ახალი ბიბლიოთეკის მოწყობის პროექტი შ.პ.ს „მშენ-ექსპერტმა“  შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ბიბლიოთეკის შენობა განთავსება ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩის #71/73-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ვრცლად
2014-10-17
  19 ოქტომბერს, 11:00 საათზე  მარნეულის სპორტული სკოლისა და ქვემო ქართლის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით, თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს სკოლაში  გაიმართება ქვემო ქართლის  პირველობა ძიუდოში.
ვრცლად
2014-10-17
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია: იხილეთ თანდართული ფაილი PDF
ვრცლად
2014-10-17
   მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის  პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2014 წლის  ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტი კვლავ  სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა - რეაბილიტაციაა.
ვრცლად
2014-10-17
  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გიურარხში  სასმელი წლის  შიდა ქსელის  მშენებლობის მასშტაბური  პროექტი განხორციელდა, ეს კი ნიშნავს, რომ 400 კომლს სასმელი წყალი  ექნება.
ვრცლად
2014-10-16
  16 ოქტომბერს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ევროპის სახლის ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ  გამგებელი   მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობის ხელმძღვანელი პირები, ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და ფერმერები.
ვრცლად
2014-10-16
    მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდანსოციალური დახმარების გაცემის წესი  მარნეულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად სოციალური დახმარების გაცემის წესი    
ვრცლად
2014-10-16
16 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში,  „ერთად ევროპული არჩევანისთვის“. გამარჯვებულებს გამგებელმა წარმატება  მიულოცა, ხოლო მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.  
ვრცლად
2014-10-15
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში სარიტუალო დარბაზის რეკონსტრუქციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის განხორცილებისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 209 103 ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 40 845 ლარია გამოყოფილი. ამ დროისთვის  სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობითი სამუშაოების  მოცულობის 65%-ია შესრულებული და მას  შპს „თეგი“ ასრულებს. პროექტი მიმდინარეა და 10 ნოემბრისთვის დასრულდება.
ვრცლად
2014-10-15
   მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციის  პროგრამა აქტიურად  მიმდინარეობს.  დაძველებული და ავარიული ინფრასტრუქტურის  გამო,  წელს გამგეობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს საბავშვო ბაღების შენობების კეთილმოწყობა წარმოადგენდა, რისთვისაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  410 244 ლარი გამოიყო.
ვრცლად
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930