მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„მოყვარულთა თასი“ 2022
19 მაი 2022
 

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლებით, იწყებს „მოყვარულთა თასი“-ს 2022 წლის ჩემპიონატს.

„მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს მიერ.

ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან. გუნდმა განაცხადში უნდა შეიყვანოს არანაკლებ 16 და არაუმეტეს 30 ფეხბურთელი; მათ შორის  ორი მეკარე. გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც დაუშვებელია ამავდროულად იყოს გუნდის მწვრთნელი ან ფეხბურთელი.

მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა მეილზე: marneulikultura@gmail.com

საკონტაქტო პირი: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი - დავით ნაზღაიძე.

ტელ: 595-96-14-23; 595-96-87-77

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 31 მაისი.

გისურვებთ წარმატებას!

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2325
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
535
 
     
    სიახლეები
    2023 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930