დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მოინახულეს, სასაჩუქრე კალათები პირადად გადასცეს და გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ასევე, სოფელ კაჩაგანში, შაუმიანსა და სადახლოში 9 მაისის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.
შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
სიახლეები
9 მაისი
09 მაი 2022
მნახველთა რაოდენობა: 3262
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
332
აპრ 22 ოთხ 2020
15530
აპრ 22 შბ 2017
28718
იან 09 ორშ 2017
28309
აგვ 30 სამ 2016
30334
აგვ 27 შბ 2016
29625
სექ 02 პარ 2016
28007
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25686