მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

HEKS\EPER Georgia -ს პროექტის პრეზენტაცია
30 აპრ 2022
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  HEKS\EPER Georgia -ს პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანს   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდა მონაწილეობით დაგეგმვასა და ბიუჯეტირების პროცესში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ,მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და ფინანსური თანადგომა წარმოადგენს.

პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა გაძლიერებას, მათი როლის გაზრდას ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში ეს კი  უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული მმართველობის სტილის დამკვიდრებას.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2422
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
1015
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930