მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერიამ იაპონიის საელჩოს გრანტი მოიპოვა
18 მარ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა

მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ, ხელი მოაწერეს პროექტს, რომელიც ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას ემსახურება.

ამ საკითხის მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების განყოფილების თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში მოპოვებული გრანტით შეძენილი იქნება ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც მუნიციპალიტეტში დამატებით უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

იაპონიის საელჩოს მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი საგრანტო თანხა 82 243 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს.

აღსანიშნავია,რომ მარნეული ერთ-ერთია სამ მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც  იაპონიის საელჩოს ნარჩენების მართვის მიმართულებით საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოსგან დაფინანსებას მიიღებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის იაპონიის საელჩოს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2337
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
984
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930