მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გახდი მარნეულის ახალგაზრდული საბჭოს წევრი
10 მარ 2022
 

თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერო ახალგაზრდების ხმა!

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს მისაღებ კონკურსს ახალგაზრდული საბჭოს წევრების შესარჩევად.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად ფუნქციონირებს ახალგაზრდული საბჭო, რომელიც მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მოგახსენებთ, რომ ახალგაზრდული საბჭო ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტებულია 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 18 ახალგაზრდისგან. (მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა).

ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;

მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ;

დარეგისტრირდი 2022 წ  10 მარტიდან - 25 მარტამდე!

კონკურსის სარეგისტრაციო ბმული

ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება წინასწარ შერჩეული კომისიის მიერ, რომელშიც შედიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება გასაუბრება საბჭოს წევრის შერჩევის მიზნით.

 გასაუბრება შედგება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში( რუსთაველის N73 ) 2022 წ 29 მარტს 10-00 საათიდან.

საკონტაქტო პირი: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - გიორგი ფარჯიანი;

ტელ: 595-92-81-50

გისურვებთ წარმატებას!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3016
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1892
სექ 19 სამ 2023
2125
ივლ 05 ოთხ 2023
2259
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930