მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე „გადაჭრილ გორაზე“ ფილმის გადაღებების წარმოების შესახებ ისაუბრეს, რომელიც სამუშაო სახელწოდებით - In Pursuit of Flavor, იქნება წარმოდგენილი.
შეხვედრას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი მინდია ჯალაბაძე და საპროდიუსერო კომპანია 35mmyth (აშშ, ჯორჯიას შტატი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიახლეები
მარნეულში „გადაჭრილ გორასთან“ დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
06 ოქტ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1922
სიახლეები

















