დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში გაიმართა შეხვედრა მშვილდოსნებთან, რომელთაც წარმატებით იასპარეზეს მიმდინარე წლის 18-21 ივლისს საქართვლოს თასის და 22-25 ივლისს საქართველოს ჩემპიონატის ტურნირებზე, ქალაქ ბათუმში.
სპორტსმენებს აღნიშნული წარმატება მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პირადად მიულოცეს და მომავალში სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვება უსურვეს.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი, პირველი ადგილის მფლობელი სალომე ხარშილაძე, 7 აგვისტოს გაემგზავრება პოლონეთში ქალაქ ვროცლავში, ახალგაზრდებში მშვილდოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე.
სიახლეები
მარნეულელი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
05 აგვ 2021
მნახველთა რაოდენობა: 2283
სიახლეები

















