მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ქსელი ეწყობა
25 ნოემ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდა.

სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ შაუმიანშიც, რომლის დასრულების შემდგომ, სასმელი წყლით 3 200 მოსახლე მომარაგდება.
სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 644 432 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2021 წლის ივლისის თვეში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დასრულების ეტაპზეა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3614
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1902
სექ 19 სამ 2023
2137
ივლ 05 ოთხ 2023
2275
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930