მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალგაზრდული იდეების კონურსი 2020
21 ივლ 2020
 

ახალგაზრდული იდეების კონურსი 2020

2020 წლის 21 ივლისიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს პროექტების მიღებას   – „ახალგაზრდული იდეების  კონკურსისფარგლებში.

                პროექტების წარმოდგენა შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ ახალგაზრდებს.

               

                წარმოდგენილი პროექტის ან ღონისძიების იდეა უნდა შეესაბამებოდეს ჩამოთვლილი მიზნებიდან ერთ-ერთს:

1.            მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია;

2.            ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; 

3.            გარემოს დაცვა;

4.            თანასწორი შესაძლებლობები და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა;

 

                თითოეული პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს მაქსიმუმ 3000 ლარით.

 

                 საპროექტო განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას  წარმოდგენილი კრიტერიუმების შესაბამისად:

 

  • ინფორმაცია აპლიკანტის შესახებ;

         ორგანიზაციის/ფიზიკური პირის სახელი;

         მისამართი;

         ტელეფონი;

         ელექტრონული ფოსტა;

 

  • პროექტის დასახელება;         
  • პრობლემის განსაზღვრა;
  • მიზანი;             
  • ამოცანები;      
  • განხორციელების გზები/ ღონისძიებები (მდებარეობის მითითებით);
  • პროექტის შესრულების ვადა/განრიგი (არაუმეტეს 4 თვისა);
  • პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები, მათი პოზიციები და კონკრეტული მოვალეობები შემოთავაზებულ პროექტში:
  • ხარჯთაღრიცხვა/თანადაფინანსება;
  • დგრადობა/გრძელვადიან შედეგები;

 

 

                წარმოდგენილი პროექტები შეფასდება ახალგაზრდულ სფეროში  მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის მიერ.

 

                პროექტები უნდა შემოიტანოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, ან  გამოგზავნოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: municipaliteti@marneuli.gov.ge

 

                პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 აგვისტო.

 

                დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

                მარნეულის მერის თანაშემწე ახალგაზრდულ საკითხებშიადილ ალიევი,  ტელ: 599 39 09 34;

                სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებითმარიამ ტყეშელაშვილი,  ტელ: 591 70 02 45;

 

                გისურვებთ წარმატებებს!

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5676
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1893
სექ 19 სამ 2023
2126
ივლ 05 ოთხ 2023
2261
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930