მარნეულის მუნიციპალურ ავტოპარკს შემოდგომიდან, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსი დაემატება.
მერიამ, ISUZU-ს მარკის საზოგადოებრივი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ჯი-თი გრუპ“-თან, ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი, მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწერა.
მუნიციპალიტეტმა, ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო.
ავტობუსები, 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
სიახლეები
მარნეულის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება
29 მაი 2020
მნახველთა რაოდენობა: 2339
სიახლეები

















