„მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მმართველი გუნდის ინიციატივას შეუერთდა, რომლის თანახმადაც უმრავლესობის წარმომადგენლები სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.
„მსურს ჩემი გუნდის სახელით სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, შევუერთდე, "ქართული ოცნების", მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას და ამიტომ მზად ვართ, ჩემი პირადი, დამატებითი წვლილი შევიტანო ეპიდემიის პრევენციის საქმეში, და სამი თვის განმავლობაში ჩემი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხო კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში.“- ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიახლეები
მარნეულის მერი StopCov ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 გადარიცხავს
04 აპრ 2020
მნახველთა რაოდენობა: 2009
სიახლეები

















