ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თერმოსკრინინგის I ეტაპი დასრულდა.
სამედიცინო შემოწმება ჯამში 105 000 მოქალაქემ გაიარა.
თერმოსკრინინგი მოსახლეობაში, მედიკოსებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტების ჩართულობით ხორციელდებოდა.
თერმოსკრინინგის ფარგლებში, ექიმები მოქალაქეების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ, რომლის შედეგადაც 55 მოქალაქეს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ხოლო 15-მდე მოქალაქე გადაყვანილი იქნა საველე ჰოსპიტალში;
მოსახლეობის განმეორებითი სკრინინგი მომდევნო კვირიდან იგეგმება;
სიახლეები
მარნეულში თერმოსკრინინგის I ეტაპი დასრულდა
04 აპრ 2020
მნახველთა რაოდენობა: 1940
სიახლეები

















