მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა 2020“
26 თებ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მერის ზაურ დარგალის ინიციატივით,  „სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა 2020“ - ის  განხორციელება დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს,    მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამეურნეო დანიშნულებით დამუშავების  პროცესის წახალისებასა და მოქალაქეთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროგრამის სამიზნე ჯგუფია,  მარნეულის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული პირი, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა  არ აღემატება 100 000  და რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქვს  (ფაქტობრივი ფლობა, საკუთრება) დასამუშავებელი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ბენეფიციარი მიმდინარე წლის განმავლობაში    ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს   მოთხოვნის შესაბამისად. არანაკლებ 0,1 ჰა და არაუმეტეს 0,5 ჰა სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის დამუშავებისას.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებული პირის ზეპირი მიმართვის საფუძველზე მერის წარმომადგენელი აღმასრულებელს აწვდის ინფორმაციას, სადაც აღნიშნული უნდა იყოს  დაინტერესებული პირის ვინაობა,  დასამუშავებელი  მიწის ფართი და ფლობის  ფორმა,  ასევე განცხადებას უნდა დაერთოს  შესაბამისი ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ.

ამ პროგრამის ბენეფიციარისთვის მომსახურება არის უფასო.

პროგრამა ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან   და მას უშუალოდ   ა (ა) იპ „სუფთა მარნეული“    ახორციელებს.

პროგრამაში ჩართვის მიზნით მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 579
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2020 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930