20 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, საჯარო ბიბლიოთეკაში, პროგრამა „მომავლის თაობის“ აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრებს შეხვდა.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლიდან (მარნეულის #1, კასუმლოს, ალგეთის #2, აზიზქენდის, წერეთლის, თამარისის #1, ხიხანის და საიმერლოს), ყურადღება ახალგაზრდებისთვის აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს. მერისგან მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ და გაეცვნენ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ, სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის „სიქა“- ს ორგანიზებით გაიმართა.
სიახლეები
შეხვედრა სამოქალაქო კლუბების წევრებთან
22 ნოემ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6089
სიახლეები

















