მარნეულის მუნიციპალიტეტს დღეს, სამუშაო ვიზიტით, კასპიის ზღვის ევროპული კლუბის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენები ეწვივნენ.
სამუშაო ვიზიტით მყოფ ბიზნესმენთა ჯგუფს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ უმასპინძლა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი დიდი საწარმოები - მარნეულის სასურსათო ქარხანა, შპს "აგროსისტემები", სამაცივრე კომპლექსი - ,,აგრო ინვესტ 146” და მზა ჩითილი დაათვალიერებინეს და არსებული ბიზნეს-გარემო გააცნეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონის საინვესტიციო პოტენცილს და სახელმწიფოს მიდგომებს ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებში.
ღონისძიების ფარგლებში მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, კასპიის ზღვის ევროპული კლუბის პირველ თავმჯდომარეს და აღმასრულებელ დირექტორს, თელმან ალიევს მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი, ადგილობრივი წარმოების ღვინო „ელდარადო“ უსახსოვრა.
სიახლეები
მარნეულმა კასპიის ზღვის ევროპული კლუბის წამრომადგენლებს უმასპინძლა
18 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5748
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
389
აპრ 22 ოთხ 2020
15568
აპრ 22 შბ 2017
28770
იან 09 ორშ 2017
28344
აგვ 30 სამ 2016
30360
აგვ 27 შბ 2016
29655
სექ 02 პარ 2016
28056
აგვ 26 პარ 2016
27559
აგვ 30 სამ 2016
25716