მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება.
12 ოქტ 2019
 

ამჯერად, შეხვედრები მაღალმთიან სოფლებში, ახკერპში, ჩანახჩში, ოფრეთსა და ხოხმელში შედგა, რომელსაც მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტის წევრები, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან დიალოგში, ყურადღება იმ ძირითად გამოწვევებზე გაამახვილეს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა განხორციელდეს, კერძოდ საუბარი შეეხო, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებისა და ბიუჯეტირების პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას.

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად გაზიფიცირება, შიდა გზების მოწესრიგება, ასევე ადგილზე ამბულატორიების მშენებლობა და სოფლის ექიმების მომსახურების ხელმისაწვდომობა გამოიკვეთა.

პროექტი „ღია შეხვედრები“ საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4696
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031