მარნეულის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეული კრივით გაიხსნა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ნავერიანი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში წელს ევროპის სპორტის კვირეულისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები უკვე მეორედ ტარდება. შეჯიბრებები სპორტის 13 სახეობაში გაიმართება და ბოლოს მარათონით დასრულდება, რომელიც 30 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე ჩატარდება.
გთავაზობთ დაგეგმილი ღონისძიებების ცხრილს :
23.09.2019 - ორშაბათი - კრივი / ათაჰოლდინგი
24.09.2019 - სამშაბათი - ტაეკვანდო (საჩვენებელი) / ძიუდოს დარბაზი
24.09.2019 - სამშაბათი - ძიუდო / ძიუდოს დარბაზი
25.09.2019 - ოთხშაბათი - ბაგირის გადაწევა / რუსთაველის 73 (მერიის წინ)
25.09.2019 - ოთხშაბათი - ჭადრაკი / რუსთაველის 73 (მერიის წინ)
25.09.2019 - ოთხშაბათი - მკლავჭიდი / რუსთაველის 73 (მერიის წინ)
26.09.2019 - ხუთშაბათი - თავისუფალი ჭიდაობა / ათაჰოლდინგი
27.09.2019 - პარასკევი - რაგბი / ცენტრალური სტადიონი
28.09.2019 - შაბათი - მინი ფეხბურთი / სოფ. წერეთელი
29.09.2019 - კვირა - კალათბურთი / ათაჰოლდინგი
30.09.2019 - ორშაბათი - ძიუდო კიდსი / ბაგები
30.09.2019 - ორშაბათი - მარათონი / ცენტრალური ქუჩა
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტი ევროპის სპორტულ კვირეულს უერთდება
23 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 789
სიახლეები

















