მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლ „იბერიამ“, ბესარიონ კიპაროიძის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარნაში, 24-29 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალ-კონკურსში, გამარჯვება მოიპოვა.
ანსამბლი „ იბერია“ აღნიშნული ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა.
მუნიციპალიტეტში დაბრუნებულ ანსამბლს, დღეს მარნეულის მერი ზაურ დარგალი შეხვდა, რომელმაც ანსამბლის ხელმძღვანელს და მოსწავლეებს ღირსეული გამოსვლა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ქორეოგრაფ ბესარიონ კიპაროიძეს წარმატებული გასტროლისთვის მადლობის სიგელი გადასცა და მუნიციპალიტეტის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.
სიახლეები
ანსამბლი „იბერია“ საერთაშორისო კონკურსზე გრანპრის მფლობელი გახდა
02 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4778
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
405
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28788
იან 09 ორშ 2017
28355
აგვ 30 სამ 2016
30370
აგვ 27 შბ 2016
29661
სექ 02 პარ 2016
28067
აგვ 26 პარ 2016
27570
აგვ 30 სამ 2016
25718