მარნეულის ახლადარჩეული მერი, ზაურ დარგალი დღეს, ა(ა)იპ ,,მარნეულის ბაგა - ბაღების გაერთიანების“ დირექტორთან, ზაურ ქერიმოვთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა საბავშვო ბაღს ეწვია და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ზაურ დარგალის განცხადებით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს და გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ აუცლიებელია, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, ძველების რეაბილიტაცია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების საკითხის მოგვარება. მისი განმარტებით, მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემები გამოსწორდეს, რათა მუნიციპალიტეტში გაიზარდოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების რაოდენობაც და უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი მომსახურების მაღალი სტანდარტებით გაწევა.
სიახლეები
მარნეულის მერი საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
11 ივნ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5224
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
328
აპრ 22 ოთხ 2020
15521
აპრ 22 შბ 2017
28713
იან 09 ორშ 2017
28306
აგვ 30 სამ 2016
30330
აგვ 27 შბ 2016
29619
სექ 02 პარ 2016
28005
აგვ 26 პარ 2016
27512
აგვ 30 სამ 2016
25681