მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ახალი სამელიორაციო პროექტი განხორციელდება
29 მაი 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა, თენგიზ ლაკირბაიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს  და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს იმირასანის მაგისტრალურ არხზე შაუმიანი-ხიხანის ახალი  სატუმბი სადგურის მოწყობის და არქევანის არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის  პროექტი წარუდგინა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატუმბი სადგური, სადაწნეო მილსადენები, წყალგამანაწიებელი კვანძები, წყალშემკრებები და სხვა სამელიორაციო ნაგებობები.

საქართველოს მელიორაციის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით სატუმბი სადგურები  3  სოფლის  1060 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს უზრუნველყოფს სარწყავი წყლით.

პროექტის განხორციელების აუცილებელი კომპონენტია    მოსახლეობის მხრიდან   წვეთოვანი მორწყვის სისტემების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს წყლის არსებული დებეტის რაციონალურად   განაწილებას. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზადაა ადგილობრივებს დაეხმაროს ტექნიკური საკითების გადაწყვეტაში.

წვეთოვანი სისტემა მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ნაკლებ რესურსს საჭიროებს.  გარდა ამისა, წვეთოვანი  სისტემის გამოყენება ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას.

პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 3 920 000 ლარი. მოსახლეობის მხარდაჭერის და მათი მხრიდან  მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიის  -  წვეთოვანი სისტემის გამოყენებისათვის მზაობის შემთხვევაში პროექტის  განხორციელება წელს დაიწყება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5277
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1912
სექ 19 სამ 2023
2147
ივლ 05 ოთხ 2023
2284
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930