მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო ტური მარნეულის მუნიციპალიტეტში
05 აპრ 2019
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტური გაიმართა.  ტურის ფარგლებში მარნეულს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და მედია-ორგანიზაციების წევრები სტუმრობდნენ.

საინფორმაციო ტურს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებმა უმასპინძლეს, რომლებმაც ყურადღება მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე გაამახვილეს. სტუმრებმა ტურის ფარგლებში მეთერთმეტე საუკუნის ძეგლი „გაგის ციხე“ და მსოფლიოში პირველი საღვინე ჭურჭელის აღმოჩენის ადგილი, „გადაჭრილი გორა“ მოინახულეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ჩართულია ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება. მხარეში უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილია ახალი ტურისტული პროექტების განხორციელება, მათ შორის: ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა, საინფორმაციო დაფების განთავსება. სადახლო-წითელი ხიდის მაგისტრალზე სოკოების მოწყობა ველოტურისტებისთვის. გადაჭრილ გორაზე მუზეუმის მშენებლობისათვის ღონისძიებების გატარება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6478
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2215
ივლ 05 ოთხ 2023
2338
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930